პოლიტიკური ფილოსოფიიის სამართლებრივი გაგება 2

გასათვალისწინბელია ისიც, რომ, ავტორიტარული სახელმწiფოები მაშტაbებითა და ხასიათითაც გამოირჩევიან ერთმანეთისაგან. ისინი საყრდენს მმართველობის უძველეს (მონარქიები, თეოკრატიები) და თანამედროვე ფორმებში (დიქტატურა, სამხედრო ხუნტა) პოულობენ. ავტორიტარიზმის ერთ-ერთ თანამედროვე გამოვლინება კი, მისი უკიდურესი ხასიათიდან გამომდინარე, ტოტალიტარიზმია. ჩვეულებრივ მსგავს სისტემებს სათავეში თვითგამოცხადებული მმართველი უდგას ხოლმე, ხოლო პოლიტკური ძალაუფლება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ადამიანის ხელშია მოქცეული. ავტორიტარულ მმართველთა უმრავლესობა რეალისტურ მიზნებს სახავს, თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, თავისი უხეში და სასტიკი ქმედებების გასამართლებლად უტoპიური იდეoლოგია გამოიყენოს. ჩვეულებისამებრ, ავტორიტარი მმართველები არ ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრებისა თუ ეკონoმიკის ყველა სფეროს გაკონტროლებას. მათი ძალისხმევა ძირითადად ძალაუფლებისა და სახელმწიფო მმართველობის არსებული სტრუქტურის შენარჩუნებისაკენ არის მიმართული. ავტორიტარული რეჟიმები დღემდე რჩებიან სამართლeბრივი კონსტიტუციური დემოკრატიის ძირითად ალტერნატივად და პირიქით.

მონარქია, როგორც პოლიტიკური სისტემა, ხშირად სერიოზული საფრთხის წინაშე არასოდეს დამდგარა და გარკვეულ ეპოქებში მმართველობის უპირატეს ფორმად რჩებოდა, თუმცა მონარქიის ძირითად ალტერნატივას ავტორიტარიზმის კიდევ ერთი ფორმა _ ოლიგარქია წარმოადგენდა და არა – რესპუბლიკური მმართველობა. ავტორიტარიზმი  ისტორიაში მართველობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: იგი მარტივია, არ მოითხოვს რთული კომპლექსური სტრუქტურების, პროცედურების, კანონების შემუშავებას და ხისტია. თუნდაც თეორიულად ეფექტური, იგი გამორიცხავს აზრთა სხვადასხვაობას და, შესაბამისად, მხარეთა შორის გარიგების, შეთანხმებისა და კონსენსუსის აუცილებლობას. ბიუროკრატია კი არსებული რეჟიმისადმი ლოიალური ადამიანებითაა დაკომპლექტებული. ამ დროს საზოგადოებას არ ძალუძს წინ აღუდგეს ხელისუფლების ნებას და არც ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებს. ამავე დროს, არც საზოგადოებრივ აზრს შეუძლია სახელმწიფოს ქმედებათა ბლოკირება. მსგავს მცდელობებს ძალადობრივი რეაქცია მოჰყვება ხოლმე. ოპოზიცია და რეპრესიები ერთი მედლის ორ სხვადასხვა მხარეს წარმოადგენენ. იქ, სადაც უსაფრთხოება მჭიდრო კავშირშია გარე საფრთხეებისაგან თავდაცვასთან, ძლიერი ლიდერის უნარი შეაგროვოს გადასახადები, აშენოს გზები კომუნიკაციისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, შექმნას ჯარი და დარაზმოს ხალხი თვითგადარჩენის უმთავრესი ფაქტორია. ხალხის მმართველობა – დემოკრატია კი მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობის, ძლიერი საშუალო ფენის არსებობის პირობებში ყვავის.

როგორც ცნობილია, ავტორიტარულ სახელმწიფოებს სათავეში ან ერთპიროვნული ლიდერი უდგას ან ელიტარული მმართველი ჯგუფი. ერთპიროვნული მმართველობა ავტოკრატიის, ხოლო ჯგუფური მმართველობა – ოლიგარქიის სახელითაა ცნობილი და ასეთ ჯგუფებს ზოგჯერ ხუნტასაც უწოდებენ. მათი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა არჩევნებით კი არ განისაზღვრება, არამედ – მითისა და ძალაუფლების სინთეზზეა დაფუძნებული. ერთის მხრივ, ხალხს მუდმივად უნერგავენ, რომ ხელისუფლებისადმი უტყვი მორჩილება მათი წმიდათაწმინდა მოვალეობაა, მეორეს მხრივ, მმართველები მუდმივ მზადყოფნაში არიან გამოიყენონ ძალა ყოველგვარი აჯანყების წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ თავიანთი მდგომარეობა. ტრადიციულად ავტორიტარულ ხელისუფლებას სათავეში ხომ დიქტატორი დგას. იქ, სადაც ძალადობრივი ძალაუფლება დომინირებს პოლიტიკურ სისტემებზე, კონტროლს ახორციელებენ კასტები, რომელსაც სათავეში ვითომ მათი პირობითი ინდივიდი უდგას. ასეთი სისტემების რეჟიმი თავის ლეგიტიმურობას სამოქალაქო მმართველობის კორუმპირებულობით ხსნის და ასაბუთებს, რომ მხოლოდ მას ძალუძს წესრიგისა და სტაბილურობის შენარჩუნება, მაგრამ ავტორიტარული სახელმწიფოები ხომ ისეთ რეჟიმებს წარმოადგენენ, რომლებიც ძალაუფლების მცირეოდენ შეზღუდვასაც არ სცნობენ. მათი უმრავლესობა, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ზედაპირულად ინტერესდება მოქალაქეთა კეთილდღეობით.

ავტორიტარი მმართველები ხელისუფლებაში ძირითადად ძალადობრივი გზით მოდიან. წინა ხელისუფლებას ჯერ ძირს უთხრიან, ხოლო შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მექანიზმების მეშვეობით ამხობენ. ასეთ ქვეყნებში კი, ძირითადად, არაფერი არ იცვლება ხალხისათვის. ძალაუფლებაზე მონოპოლიის შენარჩუნება ავტორიტარული სახელმწიფოების მთავარ მიზანს წარმოადგენს.
     
ამ დროს რეპრესიული პოლიტიკა და ინსტიტუტები წესრიგისა და სტაბილურობის სახელით არის გამართლებული. თავიანთ ეგოცენტრულ პოლიტიკას ავტორიტარი მმართველები თავიანთი რეჟიმების წესრიგსა და თავდაცვაზე მუდმივი ზრუნვით ხსნიან.

ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა კი ის არის, რომელიც სამართლიანობაზე, ხალხის ნებასა და საყოველთაო თანხმობაზეა დაფუძნებული.

ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია ასევე, ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ-სარწმუნოებრივი ტრადიციული საკითხიც. ისტორიულად ხომ, სწორედ ტრადიციები და რელიგია წარმოადგენდა ხელისუფლების ლეგიტიმურობის ერთ-ერთ მთავარ წყაროს.                                       

ადამიანის არსებობის არსი ღვთიურ საქმეში თანაზიარებაა. სწორედ ამიტომაა ეროვნული ყოფიერების საფუძვლად მდებარე სულიერ სუბსტანციაზე ზრუნვა უპირველესი მიზანი, რადგან სწორედ ეროვნული სულის მეოხებით ძალუძს ყოველ ადამიანს ეზიაროს ჭეშმარიტად საღვთო საქმეს. დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი სახელმწიფოს შექმნა კი არის აუცილებელი წინაპირობა ერის სულიერი მისიის განსახორციელებლად. სახელმწიფოს დანიშნულება ერის პოლიტიკური და სულიერი დამკვიდრებაა. თვითდამკვიდრების ურთულეს გზაზე ყოველი ერი ესწრაფვის თავისი სულიერი და სოციალურ-პოლიტიკური ველის გაფართოებას. სწორედ ამაში ვლინდება ერის სიძლიერე და სიცოცხლისუნარიანობა.

ეროვნულ–სარწმუნოებრივი გზა გრძნობის, გაგების, ხასიათის სულია და არა მხოლოდ ცნობიერების სამშვინველი. დემოკრატიის გარეშე კი შეუძლებელია რაიმე სახის სულიერების გავრცელება.

ნათელია, რომ კეთილდღეობა, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებთან ასოცირდება, ბევრს აღფრთოვანებისა და მიბაძვისაკენ უბიგებს. ბოლო ხანებში დემოკრატიული მოდელი უფრო და უფრო დიდ წარმატებას აღწევს, ავტორიტარიზმი გზას თანდათანობით დემოკრატიას უთმობს, თუმცა, ჯერჯერობით, ცალსახად დემოკრატიზაციის პროცესის შეუქცევადად გამოცხადება ნაადრევია.

 საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფო ძირეულად უნდა იზიარებდეს და ეყრდნობოდეს ჭეშმარიტი ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიის საფუძვლებს, უნდა აღიარებდეს ღვთისა და ერის უზენაესობას და მათთვის სამსახურს თავისი არსებობის უმთავრეს მიზნად უნდა მიიჩნევდეს  და ამავდროულად უნდა აღიარებდეს ერისა და პიროვნების გათავისუფლების პროცესის დიალექტიკურ ბუნებას, რამეთუ დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა პიროვნების თავისუფლებისათვისაცაა აუცილებელი, პიროვნების უფლებების დაცვა კი მხოლოდ ძლიერ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ეროვნულ სახელმწიფოშია შესაძლებელი.    
           
ასევე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია იბერიულ-კავკასიური მსოფლმხედველობის, როგორც ჭეშმარიტად ეროვნული იდეოლოგიის აღორძინება და დამკვიდრება საქართველოში. საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, როგორც ქართველი და სახელმწიფოს ნებისმიერი სხვა ეროვნების მოქალაქის, ასევე იბერიულ-კავკასიური მოდგმის სხვა ხალხთა უფლებების, ინტერესებისა და თავისუფლებების დასაცავად, უნდა ამხელდეს და ბრძოლის მშვიდობიანი ფორმით წინ აღუდგეს ყველა იმ მზაკვრულ პოლიტიკას, რომელიც განადგურებით ემუქრება იბერიელ-კავკასიელთა გენოფონდს, მათ სახელმწიფოებრიობას, შლის ეროვნულ ცნობიერებას, ერთმანეთს უპირისპირებს იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხებს, არღვევს ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტრადიციებს, ამცირებს კავკასიურ ღირსებას.   

სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელად, აუცილებელი და ერთადერთი გზაა მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლით, ლეგიტიმური ეროვნული მთავრობის (ხელისუფლების), ეროვნული კონსტიტუციისა და სამართლებრივი კანონმდებლობის ბაზის აღდგენა-შექმნის გზით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინება.

დღეს, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე, საქართველოს ხალხმა მიიღო ურყევი გადაწყვეტილება, აშენოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო, სადაც გარანტირებული იქნება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება, მოქალაქეების კეთილდღეობა და საბაზრო ეკონომიკა. დამოუკიდებლობა და თავისუფლება საქართველოს ხალხისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე, ტრადიციული ფასეულობებია, რომლის ფუნდამენტური ღირებულებები ეროვნულ ფასეულობებსა და ტრადიციებზეა დაფუძნებული.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უნდა იყოს ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება  ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვა, ფუნდამენტურ ეროვნული ღირებულებები და ეროვნულ ინტერესები, მასში აღწერილი უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები და უნდა ასახავდეს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

საქართველოს ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე უნდა ატარებდეს შესაბამის გრძელვადიან ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეროვნული ინტერესების განხორციელებას ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე ადეკვატურად რეაგირებით.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე იქმნება ასევე, სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგიები და გეგმები. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ცვლილებასთან ერთად ხდება ცალკეული დარგობრივი სტრატეგიებისა და გეგმების განახლებაც.

საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა უნდა ეფუძნებოდეს მის ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს, რომელთა დაცვა ასე აუცილებელია საქართველოს რესპუბლიკის არსებობისა და უსაფრთხოებისათვის, მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის კანონიერმა და სამართლებრივმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, ყველა არსებული კანონიერი საშუალებებით, უნდა იბრძოლოს და დაიცვას სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა; სუვერენიტეტი; ტერიტორიული მთლიანობა; მის საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევის დაუშვევლობა; თავისუფლება; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები; ჭეშმარიტად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დემოკრატია და კანონის უზენაესობა;  ქართველი ერისა და ქვეყნის ყველა მოქალაქის კეთილდღეობა, რომლისთვისაც  და ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად, აუცილებელია სახელმწიფომ  უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მისი მართვის გამჭვირვალე წესების საფუძველზე და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის გატარება; ეროვნული პოლიტიკითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბება ყველა სახელმწიფოსთან;  მშვიდობა სახელმწიფოსა და  კავკასიურ-რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

საქართველოს რესპუბლიკის კანონიერმა და სამართლებრივმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, ყველა არსებული კანონიერი საშუალებებით, ასევე უნდა იბრძოლოს და დაიცვას სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი, ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძვნებული ეროვნული ინტერესები: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველყოფა, რისთვისაც უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება იმ პრობლემების მშვიდობიანად და სამართლებრივად მოგვარებისათვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საქართველოს ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის დროს; ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის უზრუნველყოფა, რათა მოქალაქეებს განუმტკიცოს კონსტიტუციის პატივისცემა და უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქედ მათი თვითიდენტიფიკაცია; როგორც სახელმწიფოს შიდა ადმინისტრაციული, ასევე კავკასიურ-რეგიონული სტაბილურობა; თავისუფლებისა და ჭეშმარიტად სახალხო დემოკრატიის განმტკიცება, რომელიც ხელს შეუწყობს  თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, როგორც სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პირობის, განმტკიცებას; ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც  უკავშირდება საქართველოში სტაბილურობის განმტკიცებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მისი მოქალაქეების კეთილდღეობას; ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოება, რამეთუ გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივი უსაფრთხოებასა და ჯანდაცვასთან; საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე სახელმწიფოს, კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება; ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობა, საერთაშორისო ტერორიზმის, ქვეყნის სტაბილურობისათვის, სამხედრო ინტერვენციისა და მეზობელი ქვეყნებიდან არსებული კონფლიქტების გადმოდინების ხელყოფა,  რადგანაც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მთავარი წყარო ზოგიერთი პრობლემისა, რომლებიც ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას; კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებათა აღკვეთა; კორუფციასთან, არაჯანსაღ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, ენერგეტიკულ, ინფორმაციულ და სოციალურ გამოწვევებთან, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემის დეგრადაციასთან, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებასთან, უმუშევრობის მაღალ დონესა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვის ზრდასთან  და სახელმწიფო მართვის არაეფექტიანი სისტემებთან ბრძოლა; ეროვნულ-სარწმუნოებრივ ფასეულობათა და სხვა ეროვნული, სამართლებრივ-ლეგიტიმურ ღირებულებათა დაცვა.

ამრიგად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია დაიცვას ფუნდამენტალურ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეროვნული ინტერესები, უპასუხოს და გადაჭრას ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები, ხელი შეუშალოს რისკებისა და გამოწვევების საფრთხეებში გადაზრდასა  და არსებული საფრთხეების გაძლიერებას.

  საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მიართულებები უნდა იყოს: სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენა-აღორძინება, მისი ლეგიტიმური მართვის აღდგენა-გაძლიერება და ჭეშმარიტად ეროვნული, სახალხო და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, რამეთუ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების მტკიცე ნებაა, ააშენონ ეროვნული, სამართლებრივი, ლეგიტიმური, თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება, შექმნან კანონის უზენაესობასა და კანონის წინაშე თანასწორობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, რომელიც იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტი ქვეყნის  ყველა მოქალაქისათვის. ასეთი პოლიტიკური სისტემა კი ქვეყნის შემდგომი განვითარების უმთავრესი საფუძველია; სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასევე, დროული და ეფექტიანი ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება კონფლიქტების მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დამყარებული მეთოდებით მოგვარებისაკენ, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, რელიგიური და კულტურული უფლებების დაცვა; იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და ლტოლვილთა მათ კანონიერ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება და მათთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და  ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების სრული დაცვითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით; საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული პარტნიორობა, უპირველეს ყოვლისა, კავკასიურ-რეგიონული და შემდგომ ყოველმხრივი მიმართულებით,  საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს და მიზნად ისახავდეს საქართველოსათვის ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს ჩამოყალიბებას; საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური, კულტურული მემკვიდრეობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც  მიზნად ისახავს აუცილებელი ეკონომიკური პირობების შექმნას სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების განვითარებისათვის.

კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოსათვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამართლებრივი გადაწყვეტა და მისი დაცვა.

     ქვეყნის სახელწიფოებრიობისათვის გამორჩეული მნიშვნელობა აქვს მისი ტერიტორიის, და  ბუნებრივი რესურსების დაცვას. როგორც შიდა სახელმწიფოებრივი ფუნქციონირების, ასევე სახელმწიფოებათაშორისი ურთიერთობის თვალსაზრისითაც, განსაკუთრებულია, სახელმწიფო საზღვრისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის სასიცოცხლო მნიშვნელობა.

     საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას სათანადო გეზს აძლევდა გეოპოლიტიკური ტენდენციები და მათ განსახორციელებლად შემუშავებული ქვეყნის შიდა თუ გარე სქემები. დღეს გეოპოლიტიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამუშავდა სხვა სქემები. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკით, მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოპტიმალურად გადავწყვიტოთ დღევანდელი პრობლემები. ოღონდ ყოველივე ამის განსახორციელებლად საქართველომ, სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად, უნდა გადაჭრას უპირველესი პრობლემა: უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და მასთან ერთად, ქვეყნის ხელისუფლების შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.   
  
     რეალობიდან გამომდინარე, უნდა სამართლებრივად, პოლიტიკურად და იურიდიულად შეფასდეს 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალება და მისგან გამომდინარე შემდგომი პროცესები; უნდა შემუშავდეს ახალი კონსტიტუცია და სამართლებრივი აქტები, სადაც გათვალისწინებული იქნება და იურიდიულად აღსდგება 1992 წლის 2 იანვარს გაუქმებული საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები საზღვრების ურღვევობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპების შესახებ, რაც სრულიად აღადგენს სამართლებრივ საფუძველს ტერიტორიული მთლიანობისათვის: 1991-1993 წლებისა და 2008 წლის ომები დაკარგავს თავის პოლიტიკურ შინაარსს და ის ტერიტორიები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის გარეთ დარჩა,  კანონიერად მოექცევა მისი გავლენის ქვეშ. ამის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივად აღდგენისათვის წარმოებული ყოველგვარი ღონისძიება საერთაშორისო სამართლის დამატებითი სტატუსითაც იქნება განმტკიცებული. სამართლებრივად მოგვარებული პრობლემების გადაჭრა საერთაშორისო სამართლის პრეროგატივაა, ამას საერთაშორისო არბიტრაჟი მოყვება და ამგვარ დონეზე საკითხთა გადაწყვეტა კი, ცხადია, სათანადოდ შეამცირებს ძალადობის ფაქტორს.

ჟამთა ცვალებადობამ ბევრჯერ შეცვალა სახელმწიფოს საზღვრები, ქართულ სამეფოთა დინასტიები, კუთხე-ტომთა სახელწოდებები და ქართული ენის დამწერლობათა გრაფიკა, მაგრამ ღვთისა და ქართველი კაცის მედგარი და დაუოკებელი სამშობლოსადმი დიდი სიყვარულის   წყალობით დღესაც არსებობს ქართული გენი, ენა, მამული და რწმენა.

დღესაც, ქვეყნის დაშლასთან, ეკონომიკის რღვევასთან, ხალხის გაღატებასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურის დაცემასთან ერთად, საქართველოს ემუქრება ყველაზე საშინელი საფრთხე – თავისი ეროვნული სახის დაკარგვა და უფრო მეტიც, ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ერთობის ფიზიკური გაქრობა.

დღეს, როცა ასე აუცილებელია, აშენდეს ერთიანი ქართული სხეულით გასხივოსნებული სახელმწიფო, საჭიროა საქართველოს სახელმწიფოებრივობის არამარტო მისი ბოლო წლების, არამედ მთლიანად ისტორიული სამართლიანობის აღდგენაც.

საშუროა, ერის საყოველთაო თანხმობითა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის გზით, ქვეყნის სახელის, სიმბოლიკის, სახელმწიფო ენისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტა.

ისტორიული პროცესების განვითარების დიალექტიკა თავისთავად გვკარნახობს არსებულ წარმოდგენათა გარკვეული კორექტირების აუცილებლობას. ჩვენი სააზროვნო არსენალიდან დღეს ბევრი რამ საჭიროებს აუცილებელ სამართლებრივ გამოსწორებას, სულიერ ფასეულობათა სასწრაფო და გადაუდებელ გადარჩევა-გადაფასებას, რაც მომავალში ქართველი ერის ისტორიული მეხსიერების, დროთა მიერ ტრაგიკულად დარღვეული კავშირისა და `ჩატეხილი ხიდების’’ გამრთელების აუცილებელ წინაპირობად უნდა იქცეს.

ეროვნული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ასევე აუცილებელია:

– უნდა მოხდეს სრული, ჭეშმარიტი ეროვნული თანხმობა და შერიგება საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების ძირითად პრინციპეპზე დაყრდნობით, რომელიც გაცხადებულია საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მანიფესტში და საჭიროა დაფიქსირდეს სახელმწიფოს ძირითად კანონში – კონსტიტუციაში და წარმოადგენდეს ერთადერთ სავალდებულო პოზიციას სახელმწიფოს ყველა მოქალაქისათვის, პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ორგანიზაციებისათვის;

 – უნდა შემუშავდეს, მომზადდეს და რეფერენდუმის გზით მიღებულ იქნას ახალი ეროვნული კონსტიტუცია, სადაც ასევე აღნიშნული იქნება სახელისუფლო კანონიერებისა და მისი სამართლებრივი უწყვეტობის საკითხი, რითაც ერთხელ  და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ქვეყნის სამართლებრივი, პოლიტიკური და იურიდიული მოწყობის სამართლიანობა და კანონის უზენაესობა;

– სახელმწიფოს მმართველობითი სისტემის მოწყობა (პრეზიდენტი,  პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი). მასთან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სრული გამიჯვნა;

– პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაცია, აზრთა და პოზიციათა პლურალიზმის რეალური დაშვება, ადმინისტრაციული აპარატის სრული დაქვემდებარება სამართლებრივად და კანონიერად არჩევითი ხელისუფლებისადმი;

– პოლიტიკური მართვის სისტემის ძირეული დეცენტრალიზაცია;

– ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, ბრალდებებისა და დაცვის უფლებათა გათანაბრება;

 – სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების, ასევე კონსტიტუციის საყოველთაო რეფერენდუმის წესით მიღების გადაწყვეტა;

 – დაკანონდეს მრავალპარტიული, საყოველთაო დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა;
  – ეროვნული, სახელმწიფოებრივი საკანონმდებლო წესით განისაზღვროს ქვეყნის მოქალაქის სტატუსი და ამ სტატუსის მიღების წესი;

 – გარდაიქმნას და ჩამოყალიბდეს ქვეყნის თავდაცვის, უშიშრეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი თანამედროვე სტრუქტურები და საჯარისო ფორმირებები (საზღვრის დაცვის, უშიშროების, შინაგანი ჯარის ფორმირებები და ეროვნული გვარდია);

 – ეროვნული პრინციპების შესაბამისად გადასინჯული იქნას ყველა ის კანონი, რომელმაც განსაზღვრული დაბრკოლებები შექმნა დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების სფეროებში.

საქართველოს სახელმწიფომ დასახული მიზნების მისაღწევად მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო გაერთიანებებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და ცალკეულ მოქალაქეებთან.    
                      
ამავე დროს საქართველოს სახელმწიფო თავისი სტრატეგიული სამოქმედო პროგრამით ძირეულად უნდა იზიარებდეს და ეყრდნობოდეს ჭეშმარიტი ეროვნულ–სარწმუნოებრივი  იდეოლოგიის საფუძვლებს, რომ აუცილებელია იბერიულ-კავკასიური და ეროვნულ–სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობის, როგორც ჭეშმარიტად ეროვნული იდეოლოგიის, აღორძინება და დამკვიდრება საქართველოში. რეფერენდუმის გზით მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგია აყვანილ უნდა იქნას სახელმწიფო რელიგიის დარგში და სამართლებრივად დაშვებულ იქნას კონსტიტუციური მონარქია.

ერთა თანაარსებობის ზემოთმითითებულ ტრადიციებზე დაყრდნობით საქართველოს სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს რელიგიური თვითმყოფადობის დაცვას. თავსებადობის ამ პრინციპთა ცხოვრებაში გატარება ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა გახდეს (მით უფრო, რომ ეროვნულ უმცირესობათა ეთნიკურ, კულტურულ, ენობრივ და რელიგიურ თვითმყოფადობის დაცვის პრინციპებს კონსტიტუციური კანონის ძალა აქვს), რაც მისი საერთაშორისო  ავტორიტეტის გარანტადაც იქცევა. ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალზე საშური შეიქმნება, რადგან უაღრესად გამძაფრებული პოლიტიკური, ეთნიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებამ შესაძლოა, კატასტროფა მოაახლოოს და ჩვენ აუცილებლად უნდა ავიცილოთ იგი.

    სახელმწიფო უნდა იბრძოდეს ადამიანის უფლებების Dდარღვევის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ, სახელმწიფოს სახელისუფლებო კანონიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნებისათვის, მისი მკვიდრი მოსახლეობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ, დემოგრაფიული ექსპანსიის შესაჩერებლად, ეროვნული თანხმობისა და ერთიანობისათვის. მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყველა ის ძირითადი უფლება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. აღიარებულია, რომ არ არსებობს ადამიანის სამართალი. სახელმწიფოს კი აუცილებელია ჰქონდეს შეფარდებითი სამართალი, რომელსაც საფუძვლად დაედება სულიერ ღირებულებათა უპირატესობის აღიარება. დრო სწორედ სულიერ ღირებულებებს ვერ ხელყოფს, რადგან მისი დაგროვება და სრულყოფა ხდება მხოლოდ დროში.

    მთავარი ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა  და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

     სახელმწიფოს კეთილდღეობა უმაღლესი კანონია და მისთვის თავდადებული ზრუნვა ყოველი ეროვნული ღირსების მქონე ადამინისათვის აუცილებელი და საჭიროა. ეროვნული ღირსების იდეა ერისა და ეროვნებების ძირითადი მსოფლმხედველობის პრინციპს უნდა წარმოადგენდეს, რითაც უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა, როგორც თეორიულ მსჯელობაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირსების ამაღლება   – ერის, სახელმწიფოს სულიერი და მატერიალური განვითარების გარანტი უნდა იყოს.

ქართველ ნამდვილ მამულიშვილს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს და სჯეროდეს, რომ უნდა ემსახუროს თავისი ხალხის უზენაესობას, მარადიული ჭეშმარიტების მოთხოვნებს. დიდი მიზნების მიღწევას შესაძლოა, ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდეს. გამარჯვების გარანტი სწორედ საქართველოს ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ დაუოკებელი სწრაფვაა.

     არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელად ერთადერთი გზაა მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინება და განვითარება.

მნიშვნელოვანია პირველადი განმარტება: სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენა, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, სახალხო მოთხოვნით საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური დევნილი მთავრობის მიერ სამართლებრივი საკანონმდებლო ბაზისა  და მის საფუძველზე ქვეყანაში განხორციელებული კანონიერი საკონსტიტუციო  წესრიგის აღდგენას.

ღვთის იმედად ყოფნა აუცილებელია, მაგრამ არც ჩვენ არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები.

საქართველომაც პირუთვნელად უნდა აღასრულოს თავისი სულიერი მისია კაცობრიობის წინაშე.

Комментариев нет:

Отправить комментарий